ბობნევის „საზაფხულო ბანაკში" ახალგაზრდების პირველი ნაკადი გაემგზავრა

ბობნევის „საზაფხულო ბანაკში" ახალგაზრდების პირველი ნაკადი გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა გააცილა. „ პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან და მონაწილეობას მიიღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში. გარდა ამისა, ბანაკი 12-დან 25 წლამდე ახალგაზრდების კიდევ ორ ეტაპს უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან. ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჯამში 150 ახალგაზრდა დაისვენებს. პროექტი ასოციაცია „ტონთიოს" ორგანიზებით ხორციელდება. ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია გრძელდება. აპლიკაციების შევსების ვადა 10 აგვისტოს სრულდება. შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს”,- აღნიშნავენ მერიაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს