კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე ადგილობრივი მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.

„აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება მოწყვლადი თემების მედეგობა“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და სათემო ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობას კატასტროფების რისკის მართვის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, შესაბამისად, თანამონაწილეობრივი სათემო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.

შეხვედრაზე მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფების რისკის მართვის პროცესში საჯარო და სათემო სექტორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, შეიმუშავეს სათემო პროექტის იდეები.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს