„უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა“ დასრულდა

„უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა“ დასრულდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული „უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დასრულდა.

სუს-ის ინფორმაციით, დახურვის ცერემონია უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

„სტუდენტებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და მათ სერტიფიკატები გადასცეს. ზაფხულის სკოლის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაურმა და ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა.

ღონისძიების დასასრულს ზაფხულის სკოლის პროექტის შესახებ ვიდეოჩვენება გაიმართა.

უსაფრთხოების ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ორი კვირის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე, მათ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, არაერთი საინტერესო ლექცია ჩაუტარდათ. ზაფხულის სკოლას უძღვებოდნენ ცნობილი ბრიტანელი და ესპანელი უსაფრთხოების ექსპერტები კრის ჯაგერი და რუბენ არკოსი. სპეციალური მოწვევით სტუდენტებისთვის სემინარი გამართა ნატოს სარდლის ყოფილმა მოადგილემ, ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა. წელს, უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის პარტნიორები საქართველოს იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან. ზაფხულის სკოლას ყვარლის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა“ დასრულდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული „უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა” დასრულდა.

სუს-ის ინფორმაციით, დახურვის ცერემონია უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

„სტუდენტებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და მათ სერტიფიკატები გადასცეს. ზაფხულის სკოლის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაურმა და ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა.

ღონისძიების დასასრულს ზაფხულის სკოლის პროექტის შესახებ ვიდეოჩვენება გაიმართა.

უსაფრთხოების ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ორი კვირის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე, მათ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, არაერთი საინტერესო ლექცია ჩაუტარდათ. ზაფხულის სკოლას უძღვებოდნენ ცნობილი ბრიტანელი და ესპანელი უსაფრთხოების ექსპერტები კრის ჯაგერი და რუბენ არკოსი. სპეციალური მოწვევით სტუდენტებისთვის სემინარი გამართა ნატოს სარდლის ყოფილმა მოადგილემ, ბრიტანელმა გენერალმა სერ რიჩარდ შირეფმა. წელს, უსაფრთხოების ზაფხულის სკოლა დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის პარტნიორები საქართველოს იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან. ზაფხულის სკოლას ყვარლის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია