მე-2 ქვეითი ბრიგადა მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მე-2 ქვეითი ბრიგადისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, განათლების სარდლობის გუნდი კი, მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე გავიდა პირველი ქვეითი ბრიგადა.

გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა „საუკეთესო ფეხბურთელი“ და „საუკეთესო მეკარე“.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის 12 გუნდი მონაწილეობდა. სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები, მათ შორის, მინიფეხბურთის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს