ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ავრცელებს.

დეპუტატის ინფორმაციით, პაციენტები შესაბამის მომსახურებას საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ. კლინიკა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და სპეციალისტებით.

„ამბროლაური მეორე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია მესტიის შემდეგ, სადაც ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტებისთვის შესაბამისი სერვისი ადგილზევე გახდა ხელმისაწვდომი.

მანამდე დიალიზდამოკიდებულ მოქალაქეებს სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ. რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მინისტრმა გაზაფხულზე დააანონსა. ზემო სვანეთში, მესტიის საავადმყოფოში დიალიზის ცენტრი 2022 წლის მაისში გაიხსნა. მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ სერვისი წლის ბოლომდე ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგშიც ამოქმედდება.

დიალიზის სერვისის გამართვას რეგიონებში საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს. მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის კაბინეტები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში მოეწყობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს