უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია - დილიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს

დღეს დილიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ატომური ენერგოგენერირების კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს.

„ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ დღეში ორჯერ დაბომბვა რუსული ჯარების მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქარხნის უსაფრთხო მუშაობას. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ ენერგობლოკზე გააქტიურდა საგანგებო დაცვა, სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთი გამორთულია. დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და კომბინირებული დამხმარე შენობა. წყალბადისა და რადიოაქტიური გაჟონვის რისკები რჩება, ასევე მაღალია ხანძრის საშიშროება“,- ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სადგურის უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას ოკუპაციის ქვეშ და ყველა ღონეს მიმართავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით