ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე სრულდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 475 გრძივ მეტრზე სანიაღვრე, 936 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ასფალტის საფარი კი, დაახლოებით, 3 500 კვ.მეტრ ფართობზე იგება. სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 415 900 ლარი დაიხარჯება.

მათივე ცნობით, პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა