რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანის განცხადებით, ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება, ამიტომ ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად გამოსავალი მაინც სამშვიდობო მოლაპარაკებებშია.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან. გავაგრძელებთ დიალოგის განვითარებას რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას“,- განაცხადა ერდოღანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს