ლიეტუვის პრემიერი - საქართველოში ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დაშოშმინება მხოლოდ აგრესორის მადას ასაზრდოებს

ლიეტუვის პრემიერი - საქართველოში ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დაშოშმინება მხოლოდ აგრესორის მადას ასაზრდოებს

ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას რუსეთის დაგმობასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონიტე „ტვიტერში“ წერს, სადაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„8 აგვისტოს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. 11-დღიანი ომი დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დაშოშმინება მხოლოდ აგრესორის მადას ასაზრდოებს. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას რუსეთის დაგმობაში და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერაში“, – აცხადებს ლიეტუვის პრემიერი.