რატი იონათამიშვილი - თავადაც 8 აგვისტოს აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია „ნაცების“ „პიარმა“ ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა - სულ ასეთი „მართლები“ და „პატრიოტები“ არიან

თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია „ნაცების“ „პიარმა“ ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა - სულ ასეთი „მართლები“ და „პატრიოტები“ არიან!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, წინა ხელისუფლებამ ხალხს წაგებული ომი აზეიმა და ორ თვეში რუსებს რეზოლუციაზე მოუწერეს ხელი - „7 აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დავბომბეთო“.
„ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს - ზემო აფხაზეთი. 2008 წლის რვა აგვისტოს იძახეს, რუსეთში არიან ძალები, რომლებსაც ჩართვა სურთ ამ მოვლენებშიო; ცხრაში ბრძანებულება გამოსცეს, რვაში გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბიო; ცოცხალი და გარდაცვლილი გმირები ომში მიატოვეს; თორმეტში წაგებული ომი აზეიმეს ხალხს, ორ თვეში რეზოლუციაზე მოუწერეს რუსებს ხელი - 7 აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური ბომბებით დავბომბეთო; ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გადამალეს, რომელთა მოძიება და სტრასბურგის მოგება ძლივს მოხერხდა 2013 წლის შემდეგ და ჩვენ გვეუბნებიან, მოღალატეები ხართ, რვაში რატომ გადიხართ დაღუპული გმირების საფლავებზეო.
თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია "ნაცების“ „პიარმა" ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა. სულ ასეთი "მართლები" და "პატრიოტები" არიან!“,- წერს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.

























