სერგო ჩიხლაძე - თუ ვინმე საქართველოს ომის საფრთხეს უქმნის, ეს არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი - თუ დასავლელი მეგობრები არ გვეყოლება, ჩვენ ამ ომს წავაგებთ

თუ ვინმე საქართველოს ომის საფრთხეს უქმნის, ეს არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი. მათ უნდათ, რომ ჩვენ რუსეთთან პირისპირ დაგვტოვონ. თუ რუსეთთან მარტო დავრჩებით, თუ დასავლელი მეგობრები არ გვეყოლება და ხელისუფლებაში კრემლის აგენტურა გვეყოლება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ომს წავაგებთ, ამიტომ ჩვენ რომ ეს ომი მოვიგოთ, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია, ამისთვის საჭიროა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის გზის, ტერიტორიების დეოკუპაციის და ქვეყნის განვითარების მთავარი წინაღობა არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამიტომ ნომერ პირველი ამოცანა ამ რეჟიმის შეცვლას წარმოადგენს.

„14 წლის თავზე ოკუპაციის პრობლემა კვლავ დგას. 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, პლუს ემატება ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაცია და ახლა უკვე რუსეთის მხრიდან ცოცხალი ძალის ექსპანსია ხდება, ასობით ათასი რუსი მოქალაქის. ყველა მათგანი ტურისტი ვერ იქნება, იმიტომ რომ ტურისტი შეიძლება 5 დღით, ერთი კვირით, ერთი თვით ჩამოვიდეს და არა თვეობით, თვეობით და წლობით წინასწარ იქირაოს ბინები, შეიძინოს საკუთრება, დაარეგისტრიროს ათასობით ბიზნესი და რაც მთავარია, მათი უმეტესობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. არ აღირებს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, როგორც საქართველოს ტერიტორიებს და აგრესიულად არიან განწყობილები იგივე უკრაინული დროშების, ქართული დროშების მიმართ. შესაბამისად, არანაირი დეფინიციით ესენი ტურისტებად ვერ იქნებიან აღქმული.

ოკუპაცია გრძელდება. ომი და ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლებიც და ომიც საქართველოს მოსაგები აქვს, მაგრამ ყველაზე ცუდი და ყველაზე სახიფათო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები რომლებიც კრემლის, პუტინის, მედვედევის მესიჯებს და გზავნილებს ღარიბაშვილის, კობახიძის სახით იმეორებს და რა თქმა უნდა, მათ უკან მათი რეალური მმართველი - ივანიშვილი დგას,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა