ლევან დავითაშვილის განცხადებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის განკარგულებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დევნილებს ფართები დაუკანონდა მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

„ჯამში გადაეცა, როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ჯამში 1 375 დევნილი ოჯახი გვყავს, რომელსაც 11 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, საკუთრება დაუკანონდათ. ასევე გვყავს 83 დევნილი ოჯახი, რამდენიმე ასეული დევნილი, რომელსაც ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე ფართები დაუკანონდა. შესაბამისად, ისინი ამ ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს