რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ სომხეთი სწორად შეაფასებს პროცესებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს, დარწმუნებული ვარ, რეგიონში სტაბილურობა მალე დამყარდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში უმოკლეს ვადებში დამყარდება სტაბილურობა, თუ ერევანი სწორად შეაფასებს ბაქოსა და ანკარას გზავნილებს.

„თუ სომხეთი, სწორად შეაფასებს პროცესებს, უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს, დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა ანკარაში ელჩების მე-13 კონფერენციაზე.

მანვე ისაუბრა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში ღონისძიებების გაგრძელების თაობაზე.

მანამდე, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთის ლიდერმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ სომხეთმა 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარე ვალდებულებები სწრაფად შეასრულა.

ერდოღანმა დაგმო სომხური ფორმირებების თავდასხმა, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა და განმარტა, რომ აზერბაიჯანს არ სურს მის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობა.

„ყარაბაღი აზერბაიჯანული მიწაა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ეწინააღმდეგება მის მიწაზე უკანონო შეიარაღებული ჯგუფების არსებობას. სამმხრივი განცხადების მიღებიდან, თითქმის, ორი წელი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა დაუყოვნებლივ შეასრულოს ეს პირობები", - განაცხადა ერდოღანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს