ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წევრობა გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მმართველმა საბჭომ რუსეთის ომბუდსმენს წევრობა პროფესიული ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევის მიზეზით გაუუქმა.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ომბუდსმენის განცხადებები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებები, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას.

ლომჯარიას თქმით, მან როგორც IOI-ს მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

საქართველოს ომბუდსმენი შესაბამის პრესრელიზსაც აქვეყნებს:

„საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 1978 წელს დაარსდა, ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს 200-ზე მეტ დამოუკიდებელ ომბუდსმენის ინსტიტუტთან მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტი ორგანიზებულია ექვს რეგიონულ ჯგუფად: აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, კარიბის ზღვის აუზისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები და ჩრდილოეთ ამერიკა. ჩვენი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ ჩვენი წესდებით დადგენილ მაღალ სტანდარტებს“, - განაცხადა საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის პრეზიდენტმა კრის ფილდმა.

„კომისარს წევრობა შეუწყდა, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ჩვენს შინაგანაწესს, რომელიც მოითხოვს ჩვენი წევრების მიერ ომბუდსმენის ინსტიტუტის საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის დაცვას და მიუკერძოებლობას“.

მნიშვნელოვანია, და როგორც მოსალოდნელი იყო ომბუდსმენის ინსტიტუტებისგან, წევრობის გაუქმების საქმე კომისარს წარედგინა. საქმე მოიცავდა კომისრის უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკანონო შეჭრის შემდეგ, მათ შორის განცხადებებს, რომლებიც ამართლებდნენ უკანონო შეჭრას. საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისარი სრულად სამართლიან პროცედურას დაექვემდებარა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია