აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის საარტილერიო სისტემებს, ჯაველინებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და საბრძოლო მანქანებს მოიცავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადეს. დახმარების პაკეტი 1 მილიარდ დოლარს მოიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

„ჰაიმარსის“ ტიპის საარტილერიო სისტემის დამატების საბრძოლოს მასალებს;

75 ათას ჭურვს 155 მილიმეტრიანი არტილერიისთვის;

120 მილიმეტრიან 20 ნაღმმტყორცნ სისტემასა და 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების 20 ათას ჭურვს;

NASAMS-ის ტიპის საზენიტო- სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალას;

1000 ჯაველინს და AT4-ის ასობით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს;

ქვეითთა 50 საბრძოლო მანქანას;

Claymore-ის ქვეითსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს;

ასაფეთქებელ მოწყობილობა C-4-ს;

სამედიცინო დანიშნულების ნივთებს.

ჯამში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინამ დაახლოებით, 9,8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება მიიღო.

„რათა დავაკმაყოფილოთ უკრაინის მუდამ ცვალებადი მოთხოვნილებები ბრძოლის ველზე, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მიაწოდოს უკრაინას საკვანძო სახსრები“,- ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს