ჯიმ რიში - რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა, სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო

სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ 14 წლის წინ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა პუტინს დაუსჯელობის განცდა გაუჩინა. ამის შესახებ სენატორი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც ის განმარტავს, სწორედ ამ დაუსჯელობის განცდამ გამოიწვია ის, რომ პუტინი უკრაინაში ორჯერ შეიჭრა და ბელარუსზე დე-ფაქტო კონტროლი დაამყარა.

„გუშინ რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა. სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო, რამაც მას საშუალება მისცა უკრაინაში ორჯერ შეჭრილიყო, სირიაში ასადის დახმარებოდა, ვაგნერის დაქირავებული ჯგუფი განევითარებინა და აეღო დე-ფაქტო კონტოლი ბელარუსზე“,- განაცხადა ჯიმ რიშმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს