1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 2 903 548 აცრა ჩატარდა, საიდანაც 2055 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა აღირიცხა

1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული იყო 2 903 548 აცრა, საიდანაც 2055 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამი) აღირიცხა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2 055 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა, საიდანაც 181 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა.

ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 202 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (აქედან 72 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან, 53 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია), 49 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 26 შემთხვევა - როგორც გაურკვეველი. ამასთან, ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ვინაიდან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, ახალი იშგამ-ების რაოდენობამ შესაბამისად იკლო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია