დასაქმების კვლევის ინსტიტუტი - გერმანიის ეკონომიკა, უკრაინის ომის გამო, 2030 წლისთვის 265 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავს

დასაქმების კვლევის ინსტიტუტის (IAB) მონაცემების თანახმად, გერმანიის ეკონომიკა უკრაინის ომისა და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების გამო, 2030 წლისთვის დამატებითი ღირებულების სახით 265 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დაკარგავს.

ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ფასების მიხედვით შესწორებული მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მომავალ წელს 1.7%-ით დაბალი იქნება და დაახლოებით 240 000-ით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული.

მოსალოდნელია, რომ დასაქმების დონე დაახლოებით ამ ტემპს შეინარჩუნებს 2026 წლამდე, როდესაც ექსპანსიური ზომები თანდათან დაიწყებს ნეგატიურ ეფექტების გადაწონას.

ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული იქნება ტურიზმისა და მანსპინძლობის სექტორი, რომელიც უკვე მძიმედ დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის გამო და სავარაუდოდ იგრძნობს მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის დაქვეითებას.

ამასთან, თუ ენერგორესურსების ფასები, რომელიც აქამდე გაიზარდა 160%-ით, კვლავ გაორმაგდა, 2023 წლის გერმანიის ეკონომიკური მწარმოებლურობა თითქმის 4%-ით დაბალი იქნება, ვიდრე ომის გარეშე იქნებოდა. ამ ვარაუდით, სამი წლის შემდეგ 660 000-ით ნაკლები, 2030 წელს კი - 60 000-ით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს