ირაკლი ქადაგიშვილი - ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში - საუბარი, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე, პროვოკაცია და მოდელირებული ქრონიკის შექმნის მცდელობაა

ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში, - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

მისივე თქმით, კონკრეტულ პირს შეუძლია საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს, ხოლო ბრალდება, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე, „პროვოკაცია და მოდელირებული ქრონიკის შექმნის მცდელობაა“.

„როცა ერთი ადამიანი რაიმე განცხადებას აკეთებს და დეპუტატს ეკითხებით პასუხისმგებლობა ამაზე ვინ უნდა აიღოს, ცოტა არაადეკვატურად დასმული კითხვაა და აგიხსნით რატომ: ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში. აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტული მოცემულობა, კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული გამოძიება არ არის, რას მეკითხებით მე? უნდა მიმართოს ამ ადამიანმა საგამოძიებო ორგანოებს. რას ჰქვია მე ვინტერესდები თუ არა ამით?- თქვენი კითხვა უკვე პროვოკაციასთან არის დაკავშირებული. გეუბნებით, თუ თვლის, რომ უკანონო ქმედებაა ჩადენილი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და თქვენ უკვე აგებთ მთელ ამბავს, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე. ეს არის პროვოკაცია, მოდელირებული ქრონიკის შექმნის მცდელობა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა