საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიის 259 უმაღლეს სასწავლებელს შორის მე-2 ადგილზეა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგის სიტემაში მე-2 ადგილს იკავებს, როგორც 63 ქართულ უნივერსიტეტს შორის, ასევე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 259 უმაღლეს სასწავლებელს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ავტორიტეტულმა Webometrics Ranking-მა მსოფლიო უნივერსიტეტების განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებიც შედის. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, უმაღლესი სკოლების რეიტინგში ლიდერის პოზიციას ქართული უნივერსიტეტების სამეული - თსუ, სტუ და ილიაუნი ინარჩუნებს.

„Webometrics Ranking-ის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით, 6 017 უნივერსიტეტს შორის რეიტინგით, სტუ 650-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 32 820 უნივერსიტეტს შორის 1757-ე ადგილს იკავებს.

Webometrics Ranking of World Universities, იგივე Webometrics Ranking-ი - https://www.webometrics.info/en მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის კვლევის სისტემაა, რომელიც კომპოზიტურ ინდიკატორს ეფუძნება. მსოფლიო უნივერსიტეტების განახლებული რეიტინგი, ყოველწლიურად, იანვარსა და ივლისში ქვეყნდება, კვლევას კი ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭოს (CSIC) Cybermetrics Lab-ი ატარებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს