ტაივანის ჯარმა საარტილერიო წვრთნები ჩაატარა

ტაივანის ჯარმა ჩინეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისას კუნძულის დაცვის მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში საარტილერიო წვრთნები ჩაატარა.

ტაივანის წვრთნები სამხრეთ ოლქ პინდუნში ჩატარდა. ის ერთ საათზე ცოტა ნაკლებ დროს გაგრძელდა და საკუთარ თავში საარტილერიო და სარაკეტო სროლებს აერთიანებდა.

სწავლება მოიცავდა ასობით სამხედროსა და 40-მდე ჰაუბიცის განლაგებას.

ტაივანში აცხადებენ, რომ წვრთნები 11 აგვისტოს გაგრძელდება.

ცნობისთვის, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს განცხადებით, ჩინეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის პროტესტის ნიშნად დაწყებულ სამხედრო წვრთნებს თვითმმართველ კუნძულზე შეჭრისთვის მოსამზადებლად იყენებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს