აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნება" დაუფარავად ემსახურება რუსეთს და ეს ხალხი ხელისუფლებას უნდა მოშორდეს.

"ჩვენი აქ მოსვლის მიზეზია იმ ადამიანების პირადი საქმეების რუსეთში აღმოჩენა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ მოვედით უსამშობლო ოლიგარქის ოფისთან, რომელსაც ეს უკვე არაერთხელ აქვს გაკეთებული, რადგან ჩვენ ვნახეთ "კოდორი 2007" სპეცოპერაციების მონაწილე პირების პირადი ინფორმაცია, რომელიც გადაეცა რუსეთს და შემდგომ ერთ წელიწადში 6 სპეცრაზმელი ვითომ უბედური შემთხვევით დაიღუპა, ასევე ვნახეთ გია ცეცაძის საქმე, როცა ქართულმა მხარემ მისი პირადი საქმე გადასცა რუსეთს, ასევე ჩვენ ვნახეთ ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ხანგოშვილის საქმე, რომელსაც ჯერ 7 ტყვია ესროლეს საქართველოში გადარჩა და სახელმწიფომ უარი უთხრა დაცვაზე და იძულებული გახდა წასულიყო გერმანიაში და რუსულმა "ეფ-ეს-ბემ" გერმანიაში მოკლა, ჩვენ ვნახეთ "გავრილოვის ღამე", სადაც ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია. ასევე, ჩვენ არ გვესმის ხელისუფლების ხმა, როცა არის მცოცავი ოკუპაცია, ანექსია, როცა ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და კლავენ. ჩვენ ვიცით, რომ გავრილოვის მოთხოვნით დააკავეს ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შტურმი მოაწყვეს. ეს ხალხი ღიად და დაუფარავად ემსახურება რუსულ ინტერესებს და სწორედ ამის გასაპროტესტებლად ვართ მოსული. თუ გვინდა, რომ არ ვიცხოვროთ რუსეთში და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ვიყოთ, მაშინ ეს ხალხი უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას", - განაცხადა ბიძინაშვილმა.

ფოტო: "მთავარი არხი".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია