ნევროლოგი ოთარ თოიძე სააკაშვილზე - პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება - ეს არის მესამე ხარისხის სიმძიმის დაავადება, სიკვდილის წინა სტადია

მიხეილ სააკაშვილის პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება - ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკა "ვივამედში" უახლოეს დღეებში ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად, ცენტრ „ემპათიის“ ექიმების სამედიცინო ჯგუფი შევა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფინალური დასკვნა დაიწეროს.

„თითქმის ერთი თვეა [მიხეილ სააკაშვილი] არ მოგვენახულებინა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვიცით, მხოლოდ მედიის საშუალებით და ექიმებთან ხანმოკლე საუბრით.

ჩემს პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა ლაპარაკი, არ უჭირდა სიარული იმ ხარისხით, რაც დღეს არის. ამიტომ, ალბათ ამ დღეებში ჩვენ მას მოვინახულებთ იმისათვის, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს უკვე ობიექტური შეფასებით.

ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს