ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას არ მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მზად არის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს მხოლოდ იმ პირობით, თუ მასში მონაწილეობას ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიღებს.

„ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს და მე არასოდეს ვუთხრი ძირს ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ, შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ... შინაურ ამბებს არ ვახმაურებ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, საომარი სიტუაციის დროს საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბარი არაკორექტულად მიაჩნია.

"თუ ის (ზელენსკი) იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე მას ხელს არ შევუშლი, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს