მიხეილ სარჯველაძე -  შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე მსჯელობა არ ნიშნავს, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმეს მიმოსვლა შეეზღუდება - ჩვენს შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მილიონი ეთნიკურად ქართველი, რომელიც რუსეთშია

ევროკავშირის მიერ შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე მსჯელობის დაწყება და ცალკეული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმეს მიმოსვლა შეეზღუდება, რომც დავუშვათ რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველოს შემთხვევაში გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი, სპეციფიკური გარემოება - მილიონ ეთნიკურად ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხვდეს.

სარჯველაძე აცხადებს, რომ რომელიმე ევროპულ სახელმწოფოს რომ მსგავსი გარემოება ჰქონდეს, რომ ეთნიკურად თავისი მოსახლეობის 1/4 რუსეთში ცხოვრობდეს და რუსეთის მოქალაქე იყოს, ამას მხედველობაში მიიღებდა.

"საქართველოს ჰყავს დაახლოებით მილიონი ეთნიკურად ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან. ეს გარემოება რომ მხედველობაში არ იქნას მიღებული, მე არ მგონია, რომ ეს მართებული იყოს. ამ სპეციფიკური გარემოების მხედველობაში მიღებაც აუცილებელი იქნება ყველა შემთხვევაში. ჯერ ერთი, ეთნიკური ნიშნით ვერ აიკრძალება, მოქალაქეობის ნიშნით თუ აიკრძალება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ეს გახდეს პრობლემა 1 მილიონი ქართველისთვის საქართველოში ჩამოსვლა და აქ კავშირების შენარჩუნება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია