მედია - სოხუმში “ჩერნომორენერგოს“ ყოფილი დირექტორის ავტომობილი დაცხრილეს, რომელმაც ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში კომპანია “ჩერნომორენერგოს“ ყოფილი დირექტორის, ასლან ბასარიას ავტომობილს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სროლის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, რომ დაახლოებით ათი დღის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ასლან ბასარიამ ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ საპროტესტო განწყობებზე ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით; ასევე იმ საფრთხეებზე, რასაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა, ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიბერალიზაცია და უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა აფხაზეთის „სუვერენიტეტს“ უქმნის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროში“ მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს