ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში საქართველოდან პირველ ადგილს იკავებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო კვლევითი დაწესებულებების რანჟირების სისტემაში (SCImago Institutions Rankings) საქართველოდან პირველ ადგილს იკავებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, SCImago არის აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუციუების რანჟრების სისტემა, რომელიც აერთიანებს ინდიკატორების სამ განსხვავებულ კომპლექტს. იგი ეფუძნება კვლევისა და ინოვაციების შედეგების და სოციალური ზემოქმედების ინდიკატორებს, რომლებიც იზომება მათი ვებ ხილვადობით და ეფუძნება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს სამეცნიერო მონაცემთა ბაზას SCOPUS. მათივე ცნობით, SCImago-ს 2022 წლის ინსტიტუციურ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 8084 კვლევითი ინსტიტუცია მოხვდა და მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით 738-ე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 189-ზეა, ხოლო საქართველოში კი პირველი. რეიტინგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3SEewwX

(NS)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია