ანონსი 12 აგვისტო

ანონსი 12 აგვისტო

12 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დიდგორობის დღესასწაულს დაესწრება.

12 აგვისტოს, 11:00 საათზე, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მის: საქართველოს პარლამენტი, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

12 აგვისტოს, 11:30 საათზე, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ იწყებს კამპანიას: „იარე ფრთხილად- ხალხისთვის’’ და გამართავს აქცია-პერფორმანს გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით.

მისამართი: ლადო ასათიანის 28

საკონტაქტო: 598 00 21 10

12 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ორთაჭალაში, იუსტიციის სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება.

12 აგვისტოს, 13:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა ნომინირების ცერემონიასა და გამარჯვებული პროექტების წარდგენაში.

მის: საგარეო საქმეთა სამინისტრო (ლეონიძის ქუჩა N3).

12 აგვისტოს, 15:00 საათზე, ანტიკორუფციულ საკითხებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მის: საქართველოს პარლამენტი, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

12 აგვისტოს,18:00 საათზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ქ. ახალციხის მერიასთან, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, გამართავს ახალგაზრდულ ფესტივალს ქალაქ ახალციხეში.

საკონტაქტო პირები: სალომე ბენიძე - 577 211 30; სალომე მოდებაძე - 598 777 779

12 აგვისტოს, 19:00 საათზე ნიკო კვარაცხელიას წიგნის - „მომავლის ბიჭი“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ეროვნული ბიბლიოთეკა

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე - 591 05 19 05