გია ცაგარეიშვილის განცხადებით, უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ „გამომზეურებულ საგანგაშო ფაქტებზე“ „ქართული ოცნება“ იმსჯელებს და პარტიის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი

საკმაოდ საგანგაშო ფაქტებია გამომზეურებული - ის მოვლენები და ფაქტები, რომელთა თაობაზეც ჩვენ გასაგები მიზეზების გამო ასე გულახდილად ვერ ვსაუბრობთ, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა უმრავლესობიდან გასული ოთხი დეპუტატის წერილის კომენტირებისას გააკეთა.

ცაგარეიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში უმრავლესობა შეიკრიბება, იმსჯელებს და ერთიანი პოზიცია საზოგადოებისთვის ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ამ ადამიანებმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა იმიტომ დატოვეს, რომ საზოგადოებასთან ამგვარი გულახდილობით ესაუბრათ, როგორც ამას თავად თვლიან. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა და ვერავინ ამ ადამიანებს ამ უფლებაში ვერ შეზღუდავს.

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და ამ მოვლენებსა და გამომზეურებულ ფაქტებზე იმსჯელოს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ცნობისათვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია