უკრაინული მხარე - უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 13 ათასამდე ბელარუსი ჯარისკაცი დათანხმდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 13 ათასამდე ბელარუსი ჯარისკაცი დათანხმდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელდა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას შესაბამისი ხელმოწერით 13 000-მდე ბელარუსი აქტიური და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დათანხმდა.

„ცნობების მიხედვით, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ჩაბმას. წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის ქვედანაყოფების აქტიური და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებიდან 13 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ. მათი მთავარი მოტივი არის მატერიალური და ფინანსური. ამას იდეოლოგიური საკითხი არ განაპირობებს“, - განაცხადა გრომოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსის სამხედრო ბაზებზე უცხოელ მებრძოლებს იწვევს. კერძოდ, 3 აგვისტოს მოჩულიშეს აეროდრომზე, რომელიც მინსკის რეგიონში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის, ვიეტნამის, უზბეკეთის, კამერუნის, ლაოსის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, სირიისა და მალის პირველი უცხოური დანაყოფები ჩავიდნენ.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ შეიქმნას აგრესორის ე.წ. საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სურათი. 2022 წლის „საერთაშორისო არმიის თამაშებში“, რომელიც 13-დან 21 აგვისტომდე არის დაგეგმილი, 37 ქვეყნის წარმომადგენელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. შეუძლებელია ვიცოდეთ ბელარუსის ტერიტორიაზე ე.წ. თამაშების გამართვის რეალური მიზანი. დავსვათ კითხვა: რატომ უნდა ჩატარდეს ეს თამაშები მაინცდამაინც უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე რამდენიმე დღით ადრე? წინასწარი შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ განხორციელდეს დივერსია, რომელსაც მოჰყვება მსხვერპლი უცხოელ ჯარისკაცებს შორის - ამის მიზანი აღნიშნულ ქმედებაში უკრაინის დადანაშაულება იქნება“, - აღნიშნა გრომოვმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია