უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ

უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაქსიმ სუბხმა კაიროში მიმდინარე არაბული ქვეყნების ლიგის საბჭოს საგანგებო სხდომაზე არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სუბხმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება არაბული ქვეყნების ლიგის ძალისხმევას, რუსული აგრესიის შესაჩერებლად გზების მოძიების პროცესში და არაბული სამყაროსგან უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის იმედი გამოთქვა, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

სუბხმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინელი ხალხის გენოციდს სჩადიან, რა დროსაც აღნიშნული აგრესიის შედეგებს გრძნობს მთელი მსოფლიო - მწვავდება კრიზისები, რაც საფრთხეს უქმნის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკურ სტაბილურობას. უკრაინელი დიპლომატის შეფასებით, რუსეთი იყენებს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს, როგორც საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტს, ხოლო უკრაინა არის სანდო პარტნიორი სურსათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.

სუბხმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესის განახლებას შეუძლებელს გახდის.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მაქსიმ სუბხი 12 ივლისს დანიშნა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს