დღეს დილით მარცვლეულით დატვირთულმა ორმა გემმა უკრაინა დატოვა

დღეს დილით, ორმა გემმა „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით უკრაინა დატოვა. აღნიშნული გემები 3500 ტონა ხორბლით და 60 000 ტონა სიმინდით არის დატვირთული, რომლებიც თურქეთისა და ირანისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მარცვლეულის გადაზიდვის ფარგლებში, ბელიზის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელსაც 3500 ტონა მარცვლეული გადააქვს, ჩორნომორსკის პორტიდან თექირდაღისკენ გაემგზავრა, ხოლო მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელიც 60 000 ტონა სიმინდით არის დატვირთული, პივდენიის პორტი დატოვა და ირანისკენ გაემგზავრა“, - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 375 000 ტონა მარცვლეულისა და სხვა სახის სურსათის ექსპორტი უკრაინის პორტებიდან, ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით უკვე განხორციელდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს