ლევან ხაბეიშვილი - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობის ვადა  1 თვემდე უნდა შემცირდეს - რუსეთის 16 480 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის მოწმობა უკვე აქვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შეთავაზებით მიმართავს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობის უფლება ერთ თვემდე უნდა შემცირდეს.

ამასთან, ბინადრობის უფლების მოპოვებაზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს. "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი მოთხოვნა არის, რომ საქართველოში შემომსვლელ რუსეთის მოქალაქეებს, რუსული ოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ვალდებულება დაეკისროთ.

"რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. ბოლო 6 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ვარკეთილის ან გლდანის ერთი მიკრორაიონი მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში შეიძინეს. 6 თვეში რუსებმა 6 000-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის კომპანია დაარეგისტრირეს, ანუ საქართველოში ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკონტროლებს, მათ შორის, ამ მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. უსამშობლოა ხელისუფლება, უსამშობლოა ბიძინა ივანიშვილი, რომლის მთავარი ოცნებაც არის საქართველო ქართველების გარეშე. ამ პირობებში, როდესაც 10 ათასობით რუსი საქართველოში ბინადრობის უფლებას მოიპოვებს, ჩვენი თანამოქალაქეები ამ ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილი გარბიან, უძრავ ქონებას ყიდიან, ოჯახებს, სამშობლოს ტოვებენ და სხვა ქვეყანაში მიდიან, იმიტომ რომ ოჯახის წევრები გამოკვებონ. ამასობაში, ოკუპანტებისთვის, რომლებიც შემდეგ უკვე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც კი არ აღიარებენ, აბსოლუტურად ყველაფერი არის მარტივი და ღია," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ