რატი იონათამიშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე - „ომისა და ღალატის პარტიას” ვერ შექმნი, თუ ის ძირითადად უსამშობლო ხალხისგან არ დააკომპლექტე!

„ომისა და ღალატის პარტიას” ვერ შექმნი, თუ ის ძირითადად უსამშობლო ხალხისგან არ დააკომპლექტე! ამიტომაც დაარქვა ირაკლი კობახიძემ მათ უსამშობლო ადამიანები!- ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას “ფეისბუქ” სტატუსს.

როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, იმდენად მათია, იმდენად მოერგოთ და იმდენად მოხვდათ ტერმინი “უსამშობლო”, იქნებ უკან შევუბრუნოთო, - პანიკაში ჩავარდნილმა პიარმა დავალება უსამშობლო ხალხის პარტიაში აფრინა“ ,

- წერს რატი იონათამიშვილი ფეისბუქში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია

აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მტრის იარაღად იქცა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

„რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ, რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან“, - წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს