გახარიას პარტიიდან  გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია

გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განუცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

სიჭინავას განმარტებით, ნუგზარ შუშანია „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა.

„პარტია ყოველ ასეთ შემთხვევასთან მიმართებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს. ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც შემჩნეული იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან რაიმე ფორმით მოსყიდვაში, გადაბირებაში ან თანამშრომლობაში, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური საბჭოს მხრიდან, პარტიიდან გარიცხვიდან შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც ხედავთ, ჩვენი ინფორმაცია მეორე დღესვე დადასტურდა. ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენს პარტიაში ვერ იქნება,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების, მათ შორის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრების დევნაზე აქტიურადაა გადასული.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება აქტიურადაა გადასული ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრების დევნაზე. ისინი სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. კარგად იცით, რომ კრიმინალური სამყარო პირდაპირ არის ჩართული ამ ყველაფერში,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, პარტია “საქართველომ” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხობის საკრებულოში „ოცნების” მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები - ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გარიცხეს“. პარტიის ინფორმაციით, ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაჰპირდნენ, ხოლო მაკა ჩარტიას მეუღლის დასაქმებას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები