უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების საქმეზე  მედიაომბუდსმენი 41 ჟურნალისტს იცავს

მედიაომბუდსმენი უკანონო მიყურადების და ფარული მოსმენების საქმეზე მთლიანობაში 41 ჟურნალისტს იცავს, აქედან 23 ჟურნალისტი თბილისის პროკურატურამ დაზარალებულად უკვე ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10 ჟურნალისტის სახელით საჩივარი გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტები მოსმენების მსხვერპლი სხვადასხვა გავლენის და სარედაქციო პოლიტიკის 14 მედიასაშუალებაში მუშაობის პროცესში აღმოჩნდნენ. ესენია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია“ და „რადიო თავისუფლება“, „მთის ამბები“, ონლაინგამოცემა გაზეთი „ბათუმელები/ნეტგაზეთი“, ონლაინგამოცემა „პუბლიკა“, ონლაინგამოცემა „ტაბულა“, ტელეკომპანია „კავკასია“, ტელეკომპანია „ფორმულა“, ტელეკომპანია „პირველი“, „პალიტრა NEWS“, „რადიო პალიტრა“, „On.ge“, „რადიო ფორტუნა“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს