ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა „თავდაცვის მინისტრი“ და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ ფუხაევი და მისი მოადგილე პერსონალთან მუშაობის საკითხებში იგორ ალბოროვი დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულებები „რესპუბლიკის“ ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ბრძანებულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია დოკუმენტში.

„პრეზიდენტის“ ე.წ. პრესსამსახურში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებულია „სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ცემის ინციდენტთან დაკავშირებით“. იქვე აღნიშნეს, რომ 2022 წლის 4 აგვისტოს, რესპუბლიკური მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრის (RMMC) ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებმიც ნიღბებით იყვნენ, სცემეს „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქე, რომელიც შემდგომ სამსახურებრივი ავტომანქანებით გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს