ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ.

ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანნო პევკურმა განაცხადა.

მინისტრის ცნობით, ესტონური და ფინური რაკეტების რადიუსი ყურეს სიგანეს აჭარბებს, აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ქვეყნები თავისი სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირებას მოახდენენ ყურის დასაცავად.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირება. ესტონური და ფინური რაკეტების ფრენის სიგრძე ფინეთის ყურეს სიგანეს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას და ერთმანეთს ყველანაირ ინფორმაციას გავუზიარებთ“,- განაცხადა პევკურმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს, ჩაკეტონ ფინეთის ყურე რუსული სამხედრო ხომალდებისთვის.

„ბალტიის ზღვა ნატოს შიდა ზღვა გახდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი ნატოს შეუერთდებიან. ვითარება შეიცვლება“,- განაცხადა მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს