მაღალმთიან აჭარაში „კუნტიჯვრობის“ დღესასწაული აღნიშნეს

მაღალმთიან აჭარას, „კუნტიჯვრობის“ სახით, კიდევ ერთი სახალხო დღესასწაული შეემატა, რომელიც „დიდგორობის“ დღეს, მთა ჩირუხში იმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

„ეს ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიას ინახავს და ბილიკით უკავშირდება დარჩიძეების ციხეს. დარწმუნებული ვართ, აქაურობა ბევრ ვიზიტორზე მოახდენს უდიდეს შთაბეჭდილებას. ამ ადგილის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს მსგავსი ღონისძიებებიც, რომელთა მიზანი ადგილობრივი ყოფის, ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენაა”, - განაცხადა მაღალმთიანი აჭარის დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ ჩირუხის მთაზე გამართულ „კუნტიჯვრობის“ დღესასწაულზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, „კუნტიჯვრობის“ დაწესების იდეა ცნობილ ენათმეცნიერს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრსა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერს, ბათუმის პრეფექტსა (1991) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრულ პროფესორს - ტარიელ ფუტკარაძეს ეკუთვნის.

„თავისი ქვეყნისა და მშობლიური აჭარის უზომოდ მოყვარული მეცნიერის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის იდეა დიდგორის ველზე საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოა და იგი ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად იქცა. ჩირუხში შეკრებილებს, მიესალმა და დღესასწაული მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ. მისი განცხადებით, ისტორიამ არაერთი ბრწყინვალე ფურცელი შემოგვინახა, რომელთა შორის „დიდგორობა“ მართლაც გამორჩეულია და მას საქართველოს ბევრ კუთხეში, მათ შორის აჭარის მაღალმთიანეთში, განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

სახალხო ზეიმი, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, მემთეურები და მაღალმთიანი აჭარის სტუმრები ესწრებოდნენ, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია