მონტენეგროში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში უცნობმა პირმა ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა, მას მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

ცნობილია, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჭრილობა თავის არეში მიიღო.

თავდამსხმელი გარდაიცვალა, თუმცა ამ დრომე დადასტურებული არ არის, ის დაიღუპა პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს, თუ თავი მოიკლა. ასევე, მედიის ცნობით, თავდამსხმელი 34 წლის ვუჩკო ბორილოვიჩია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს