ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ დონეცკში „ბოევიკებმა“ შესაძლოა, ტყვედ აყვანილი 5 უცხოელი გაასამართლონ

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ განცხადებებით, რომ დონეცკში „ბოევიკებმა“ შესაძლოა ტყვედ აყვანილი 5 უცხოელი გაასამართლონ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ განცხადებებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეებისთვის უკრაინის აღმოსავლეთში არალეგალური ხელისუფლების მიერ ბრალის წარდგებას ეხება. რუსეთი და მისი მარიონეტები ვალდებული არიან პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ უფლებას, მათ შორის სამხედრო ტყვეების უფლებებს“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, „ბოევიკები“ 15 აგვისტოს დაიწყებენ 5 უცხოელი ტყვის „სისხლის სამართლის საქმის“ განხილვას. არსებული ცნობით, თუ „ბოევიკები“ უცხოელი ტყვეების დანაშაულს „დაამტკიცებენ, მათ შეიძლება სიკვდილით დასჯა დაემუქროთ“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს