ანდრეი ერმაკმა 5 ნაბიჯი დაასახელა, რაც რუსეთზე გამარჯვებას განაპირობებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ის ხუთი ნაბიჯი დაასახელა, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე გამარჯვებას განაპირობებს. ამის შესახებ ერმაკმა „ტელეგრამის“ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, საუბარი ეხება რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას, ნავთობზე ფასების შეზღუდვას, გაზის ემბარგოსა და იარაღს.

„ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთზე გამარჯვებაში მისი ეკონომიკისა და ჯარის განადგურებით, ასევე, მათთვის ბრძოლისა და დასავლური სამყაროს დაშანტაჟების სურვილის წართმევით“,- განაცხადა ერმაკმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს