გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 სოფლის წყალმომარაგების პროექტი გრძელდება

სოფელ ნორიოში, ახალ სამგორსა და ვაზიანში პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის შიდა ქსელები ეწყობა, რომლის დასრულებისთანავე, აბონენტების გამრიცხველიანება დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაობის მესამე ეტაპის განსახორციელებლად სოფელ მარტყოფისა და ახალსოფლის ლოტზე მშენებელ კომპანიასთან, ხელშეკრულება უკვე დადებულია, ამ ეტაპზე კომპანია სამშენებლო არეალის შესწავლას ახორციელებს. წინასწარ შესწავლილ ლოკაციებზე სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

„შეგახსენებთ, ხუთი სოფლის წყამომარაგების პროექტის ფარგლებში აშენდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, მოეწყო სატუმბი და საქლორატორო ობიექტები, აშენდა ცენტრალური მილსადენი, სოფელ მარტყოფში, ნორიოში, ახალ სამგორში. ახალსოფელსა და ვაზიანში მოეწყო სასმელი წყლის რეზერვუარები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო