ოზურგეთში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამაკაცმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა, ფაქტი კი 4 წლის ბავშვის თანდასწრებით მოხდა

ოზურგეთში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის და აღნიშნავს, რომ მისი და ყოფილმა ქმარმა ჯერ სცემა, შემდეგ კი აწამა.

როგორც ის განმარტავს, მისი და შველას ითხოვდა, თუმცა „არავინ უშველა, არც მეზობელმა“.

"მოთხოვნა არის, რომ პოლიციამ მკაცრი ზომები მიიღოს, რომ ჩემი და იყოს ბოლო, დამნაშავეს უნდა მიუსაჯონ მუდმივი პატიმრობა. შველას ითხოვდა და არავინ უშველა, არც მეზობელმა, არავინ! ჩემი და ნაცემი და ნაწამებია", - აცხადებს მოკლული ქალის და „კურიერთან“.

მოკლულის ერთ-ერთი ახლობლის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა, ფაქტი კი 4 წლის ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

შეგახსენებთ, გუშინ, ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს