სარფში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო  გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხელვაჩაურში, ზედა სარფი-კალენდერეს მიმართულებით 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახალი გზა სოფლებს, ტურისტულ ობიექტებს, საოჯახო და მაღალი კლასის სასტუმროებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.

“ გზის რეაბილიტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გზების დეპარტამენტის და ხელვაჩაურის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის მიხედვით, მოეწყო საყრდენი კედლები,სანიაღვრე არხები, მილები, ზღუდარები და არმირებული ცემენტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს