სახელმწიფო თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონში მრავალწლოვანი ბაღები 1200 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში კაკლის ბაღი დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით „დანერგე მომავალი“ სარგებლობს. მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა 133 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი ბაღები უკვე 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული და ეს ფართობები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაც, რაც საშუალებას იძლევა, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გაჩნდეს ჩვენს ბაზარზე, გაიზარდოს მეორადი წარმოება და ამავე დროს, დივერსიფიცირებული ბაზრების პირობებში, კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი ფერმერმა კობა ჭულუხაძემ 9 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48,550 ლარია;

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაკლოვან კულტურებს, ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,455 ჰა-ზეა გაშენებული. თანადაფინანსება 39,166,940 ლარს შეადგენს.

იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 1.2 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან კაკლოვნები 207 ჰა-ზეა გაშენებული, თანადაფინანსება კი - 863,839 ლარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა