საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ  მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მაშველთა დახმარება არ ესაჭიროებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი სამი მთამსვლელი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობენ და მაშველთა დახმარება არ ესაჭიროებათ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დასახლებული პუნქტის მიმართულებით დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს