ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO ლაუნჯში განთავსდა

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ქართული კალათბურთის ხელშეწყობას აგრძელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველო ევრობასკეტს 1-ელი სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

„იმისთვის, რომ კალათბურთის გულშემატკივრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ ორმოცდამეერთე ევრობასკეტის მთავარი ჯილდო - თასი, ის ჭავჭავაძის 29-ში არსებულ SOLO ლაუნჯში, 12 აგვისტოს, დროებით განთავსდა.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფი 1-7 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში ჩატარდება და შემდეგ ბერლინში გადაინაცვლებს. საქართველოსთან ერთად მასპინძელი ქვეყნები ჩეხეთი, გერმანია და იტალია არიან. ევრობასკეტში ევროპის საუკეთესო 24 გუნდი მონაწილეობს.

საქართველოსთან ჯგუფში ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან თამაშს 1, 3, 4, 6 და 7 სექტემბერს გამართავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პირველი თამაში 1 სექტემბერს, ბელგიასთან ექნება და ის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიასა და იტალიას დაუპირისპირდება.

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორია“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა