ოთარ შამუგიამ სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ სოფელ ფარცხანაყანევში, სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ ფარცხანაყანევში, ფერმერმა გივი ბურჯანაძემ სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 99 000 ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია. სასათბურე მეურნეობაში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია კი, საექსპორტო ბაზარზე ხორციელდება.

„აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტები ფერმერების როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური და მარკეტინგული მიმართულებებით მხარდაჭერას ითვალისწინებს. აგროწარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის სასათბურე მეურნეობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარებისთვის 132 მლნ ლარის ღირებულების 1600-ზე მეტი სესხია გაცემულია, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 21 მლნ ლარზე მეტია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 37 მლნ ლარის ღირებულების 700-ზე მეტი სესხი გაიცა, სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 6 მლნ ლარზე მეტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო