ლია გიგაური - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით.

„14 აგვისტო განსაკუთრებულად მძიმე დღეა სრულიად საქართველოსთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის. ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ მოვლენების დროს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს გვახსოვდეს რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით, რათა ასეთი ტრაგედიები არასდროს განმეორდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს